საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებით, საკონსულოში წელიწადში თითქმის 10 000 განაცხადი შედის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პოლონეთში სამუშაო ვიზის მიღების მიზნით. ამის შესახებ დიპლომატმა Forbes Georgia-სა და BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე თქმთ, ქართველებისთვის პოლონეთი საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა როგორც სასწავლებლად, ისე სამუშაოდ.
„აქ საუბარი არ არის მხოლოდ რესტორნებში მიმტანებად დასაქმებულებსა და დამლაგებლებზე, ძალიან ბევრი მაღალი დონის პოზიციაა, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულები. პოლონეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, რომელსაც სჭირდება ბევრი მუშახელი, ასე რომ, ჩვენ ღია ვართ არა მარტო უკრაინელებისა და ბელარუსებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც“, – განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში.
bm.ge
კომენტარები