ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ქართველი პრიმა-ბალერინა მაია მახათელი DANCE EUROPE-მა წლის საუკეთესო მოცეკვავედ დაასახელა (ვიდეო)

ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა მაია მახათელი  ჟურნალმა Dance Europe-მა  2020 წლის საუკეთესო მოცეკვავედ დაასახელა და მისი ფოტო გარეკანზე  დაბეჭდა.

„ძალიან მიხარია, რომ ჟურნალ Dance Europe-ის ყდაზე მოვხვდი და წლის საუკეთესო მოცეკვავედ დამასახელეს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”, – დაწერა ბალერინამ თავის გვერდზე.

მაია მახათელი თბილისში დაიბადა. მან ცეკვის შესწავლა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო, 2002 წელს სწავლა დაამთავრა გერმანიის საერთაშორისო საბალეტო სკოლაში (International Ballet School).

2002 წელს მახათელი კოლორადოს ბალეტში მიიღეს. 2006 წელს იგი ბირმინგემის სამეფო ბალეტში გადავიდა სოლისტად, 2007 წლიდან ნიდერლანდების ეროვნულ ბალეტში მუშაობს, 2010 წლიდან კი თეატრის პრიმა-ბალერინაა.

მაია მახათელმა თავისი მომავალი მეუღლეც თეატრში გაიცნო. მისი რჩეული, არტურ შესტერიკოვიც ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტია. წყვილს ერთი საერთო შვილი, ლუკა ჰყავს.

2017 წელს 40 კვირის ორსულმა ბალერინამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ იდეალურად ინარჩუნებს იგი ბალანსს ცალ ფეხზე, ცერზე შემდგარი. ამ ვიდეოს ასიათასობით ნახვა აქვს და უამრავი აღფრთოვანებული კომენტარი ახლავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close