საზოგადოებასაქართველო

ქუთაისში კორონავირუსით ინფიციებულ ორსულს „გოლიათი“ ბავშვი შეეძინა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გოლიათი ახალშობილი დაიბადა. ბიჭუნა საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა და მისი წონა ხუთ კილოგრამს შეადგენს.

გოლიათი ჩვილის დედა ქუთაისის მკვიდრია, რომელიც კლინიკაში 39 კვირის ორსული, დადასტურებული კორონავირუსით, ერთი დღის წინ შეიყვანეს. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება.

„ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად მამრობითი სქესის ახალშობილი გაჩნდა, რომლის წონა 5 კილოგრამი, ხოლო სიმაღლე 54 სანტიმეტრია. ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ“, – ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

ამ დროისთვის კლინიკის კოვიდცენტრში მკურნალობა-მეთვალყურეობას 32 ორსული და მელოგინე გადის.

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close