ვიდეოიტალიასაზოგადოება

როგორ ამხნევებს 81 წლის იტალიელი მამაკაცი საავადმყოფოს ეზოდან კოვიდინფიცირებულ ცოლს (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც 81 წლის იტალიელი ვეტერანი სტეფანო ბოძინი თავის ცოლს, კარლას ქალაქ კასტელ სან ჯოვანის ერთ-ერთი საავადმყოფოს ეზოში აკორდეონით ბრიტანელი  მუსიკოსის, ენგელბერთ ჰამპერდინქის კომპოზიციას Spanish Eyes უსრულებს, რადგანაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მას ქალის პალატაში მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა.

ვიდეოში ჩანს, რომ კარლა ქმარს ექთნებთან ერთად ფანჯრიდან ადევნებდა თვალს.

„ეს კარლასთვის გავაკეთე, რათა მეჩვენებინა მისთვის, თუ როგორ მიყვარს და როგორი მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც ცხოვრების განმავლობაში მომცა. საავადმყოფოში მისი მონახულების საშუალება არ მომცეს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ კლინიკის შიდა ეზოში შემოვსულიყავი და დამეკრა. როდესაც მუსიკის ხმა გაიგო, ფანჯრიდან გამოიხედა და კარლას დანახვა შევძელი. ეს კომპოზიცია მას ძალიან უყვარს“, – ამბობს სტეფანო ბოძინი.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close