მსოფლიოსაზოგადოება
დაიანას პრინცი ჩარლზი პირველივე დღეებიდან სძულდა – ახალი დოკუმენტური ფილმი სკანდალური ინტერვიუს დეტალებით (ვიდეო)
ამ დღეებში არხმა Channel 4-მა გამოუშვა ახალი ფილმი პრინცესა დაიანას შესახებ. ფილმში აღწერილია, რა ხდებოდა სამეფო ოჯახში პრინცესა დაიანას სკანდალურ ინტერვიუმდე სამი თვით ადრე.
აღმოჩნდა, რომ ლეიდი დი ინტერვიუმდე ჟურნალისტ მაკს გასიბგს ესაუბრა. გამოცემა „დეილი მეილმა“ მხოლოდ 25 წლის შემდეგ გაარკვია, რაზე ესაუბრა დაიანა ჟურნალისტს.
აღმოჩნდა, რომ დაიანა ჩარლზის მიმართ სიძულვილს პირველივე დღეებიდან გრძნობდა. მან საკუთარ ქორწინებას „პირველივე დღიდან ჯოჯოხეთი“ უწოდა. აქვე გაირკვა, რომ ლეიდი დის სურდა სამეფო ტახტის მემკვიდრის ტიტული პრინც უილიამს ჩარლზის გვერდის ავლით მიეღო. ის თვლიდა, რომ ჩარლზი განზე უნდა გამდგარიყო და სამეფო ტახტი უილიამისთვის დაეთმო.
fortuna.ge
კომენტარები