იტალიასაზოგადოება
ვენეცია ისევ დაიტბორა – MOSE არ ამუშავდა
ზედიზედ მესამე დღეა, ვენეციას წყალდიდობა უტევს: ამჯერად დამცავი რაბების სისტემა MOSE არ გააქტიურდა. მოქცევის სიმაღლემ 105 სმ-ს მიაღწია და სან მარკოს მოედანი დაიტბორა. ამის შესახებ Ansa წერს.
კიდევ უფრო მეტს – 110 სმ-ს მიაღწია წყლის სიმაღლემ ლიდოში, ხოლო მალამოკოსთან – 112 სმ-ს.
პროტოკოლის თანხმად, MOSE-ს ჯებირი ფუნქციონირებას იწყებს მაშინ, როდესაც მოსალოდნელია, რომ „აკვა ალტა“ 130 სმ-ს მიაღწევს, ნაკლებზე რაბების სისტემას არ ამუშავებენ, რადგან ლაგუნის ჩაკეტვა პრობლემას წარმოადგენს პორტისა და ნაოსნობისთვის.
ნინო ხოშტარია
კომენტარები