კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით რა ახალი შეზღუდვები წესდება
ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით ახალი შეზღუდვები წესდება.
პოლონეთში – წითელი ზონები განისაზღვრა, სადაც სკოლები და სპორტული დარბაზები დაიხურება. მათ შორის მოექცა ქვეყნის დედაქალაქი ვარშავა;
იტალიაში – სამხრეთით კამპანიას რეგიონში, ნეაპოლის ჩათვლით, სკოლები დაიკეტება ორი კვირით, რადგან ქვეყანაში მასობრივი ტესტირების დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა;
ჩეხეთის რესპუბლიკაში – სკოლები და ბარები დაკეტილია, მაგრამ ინფექცია კვლავ სწრაფი ტემპით ვრცელდება. მთავრობამ განაცხადა, რომ პირველ საველე ჰოსპიტალს აშენებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის და უცხოეთში მომუშავე ექიმებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს;
გერმანიაში – ბარები და რესტორნები მაღალი რისკის მქონე ადგილებში ჩვეულებრივ დროზე ადრე დაიკეტება. ქვეყანაში 7334 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა პარასკევს, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია;
პორტუგალიაში – მთავრობამ განაცხადა, რომ თავყრილობები ხუთ ადამიანამდე იზღუდება ხუთშაბათიდან. ქორწილები და ნათლობები ნებადართული იქნება 50 ადამიანამდე მონაწილეობით, თუმცა უნივერსიტეტებში შეკრებები იკრძალება;
კატალონიაში – გამოცხადდა, რომ ესპანეთის ამ რეგიონში რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ. სპორტული დარბაზები და კულტურული ღონისძიებები 50-პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებენ, ხოლო მაღაზიები და დიდი სავაჭრო ცენტრები – 30-პროცენტიანი დატვირთვით;
ნიდერლანდებში – ყველა ბარი, რესტორანი და ყავის მაღაზია 14 ოქტომბრიდან დაიკეტა. გამონაკლისს მხოლოდ გატანის სერვისი წარმოადგენს. ოჯახებში სტუმრობა დღეში მაქსიმუმ სამ ადამიანამდეა ნებადართული;
რუსეთში – დედაქალაქ მოსკოვში ხალხის გადაადგილება იზღუდება, ხოლო ორშაბათიდან სკოლის ტერიტორიაზე სწავლა შეწყდება მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის (13-18 წელი).
წყარო: BBC
კომენტარები