სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 28.7 პროცენტით/43 მლნ დოლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების შესახებ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 28.7 პროცენტით ანუ 43.0 მლნ აშშ დოლარით მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
წარმოდგენილი მაჩვენებელების თანახმად, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7 პროცენტი იმ 19 უმსხვილეს ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.6 პროცენტი მოდიოდა.
გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა – 35,13 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე, 29,21 მლნ აშშ დოლარით, იტალიაა, მესამეზე – აშშ, 22,65 მლნ აშშ დოლარით, მეოთხე ადგილზე, 21,45 მლნ აშშ დოლარით, საბერძნეთია, ხოლო მეხუთეზე – ისრაელი,13,98 მლნ აშშ დოლარით.
დანარჩენი ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხის რაოდენობა შეგიძლიათ ამ ცხრილში ნახოთ.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.1 მლნ აშშ დოლარი (79.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4 პროცენტით მეტია.
წყარო: nbg.gov.ge
კომენტარები