მსოფლიოკრიმინალი

„კოკაინის მეფის“, პაბლო ესკობარის ძმისშვილმა სახლის კედელში 18 მილიონი დოლარი იპოვა

პაბლო ესკობარის ძმისშვილმა, ნიკოლა ესკობარმა, ნარკობარონის ერთ-ერთი სახლის კედელში ჩანთა იპოვა, რომელშიც 18 მილიონი დოლარი იდო.

მისი თქმით, თავისმა „ხედვამ“ უკარნახა, სად უნდა მოეძებნა ფული. 18 მილიონი დოლარი მან იპოვა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მედელინში მდებარეობს.

ნიკოლა ესკობარმა ასევე თქვა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მან დამალული ფული იპოვა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის არის, რომ პაბლო ესკობარი მრავალ სხვადასხვა ადგილას ინახავდა თავის ქონებას.

„კუპიურების ნაწილი ძალიან ძველი იყო და აღარ გამოიყენებოდა“, – თქვა მან.

პაბლო ესკობარი 1949 წელს კოლუმბიაში დაიბადა და 1970-იან წლებში მედელინის ნარკოკარტელი ჩამოაყალიბა. თავისი საქმიანობის წლებში ამერიკაში შეტანილი კოკაინის თითქმის 80% მას ეკუთვნოდა.

1991 წელს იგი დააკავეს და თავის მოწყობილ „საპყრობილეში“ ჩასვეს, რომელსაც ესკობარმა საკათედრო ტაძარი უწოდა.

პაბლო ესკობარის სახელს უკავშირდება 4 000-მდე ადამიანის სიკვდილი. იგი 1993 წელს პოლიციასთან შეტაკების დროს მოკვდა.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close