fbpx
იტალიასაზოგადოებასპორტი

COVID-19: ფრანჩესკო ტოტის მამა გარდაიცვალა

ცნობილი ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ „რომას“ ყოფილი კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის მამა ენცო ტოტი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ენცო ტოტი 76 წლის იყო. ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო იგი რომის ლაზარო სპალანცანის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, სადაც 12 ოქტომბერს დილით  გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ენცო ტოტის გადატანილი ჰქონდა გულის შეტევა, გარდა ამისა, სხვა ქრონიკულ დაავადებებთან ერთად დიაბეტიც აწუხებდა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მას არასდროს გამოუტოვებია ფრანჩესკო ტოტის არცერთი მატჩი.

საფეხბურთო კლუბი „რომა“ ტვიტერში სამძიმარს უცხადებს ფრანჩესკო ტოტის და მის ოჯახს.

ცნობილ ფეხბურთელს და მის ოჯახს რომის მერმა, ვირჯინია რაჯიმაც გამოუცხადა სამძიმარი ტვიტერში.

44 წლის ფრანჩესკო ტოტიმ მთელი თავისი 24-წლიანი საფეხბურთო კარიერა „რომაში“ გაატარა, სადაც თავდამსხმელის და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მისი კაპიტნობის პერიოდში „რომა“ 2000-2001 წლების სერია „A“-ს გამარჯვებული გახდა.

ფრანჩესკო ტოტიმ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

მან 2017 წელს დატოვა ფეხბურთი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close