მსოფლიოსაზოგადოება

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში WFF-ს გადაეცა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (World Food Fund) გახდა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

ორგანიზაციამ ნობელის პრემია შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიიღო. 2019 წელს „მსოფლიო სასურსათო პროგრამის“ დახმარებით 88 ქვეყნის 100-მა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.

მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატთა რიცხვი  წელს 300-ს აჭარბებდა, პრეტენდენტთა შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია და მისი მეუღლე სერგეი, რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სხვები, აგრეთვე, 100-მდე ორგანიზაცია.

პრემია 10 მილიონ შვედურ კრონს (1,1 ლნ აშშ დოლარზე მეტი) შეადგენს. ჯილდოს გადაცემის ცერემონია, ტრადიციულად, არა სტოკჰოლმში (შვედეთი), არამედ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართება 10 დეკემბერს, პრემიის დამაარსებლის, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close