მოდა/სილამაზექართველები უცხოეთში
ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ფრანგული საიუველირო ბრენდის ელჩი გახდა
ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც ამ ეტაპზე საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მსოფლიოს წამყვანი ფრანგული საიუველირო ბრენდის – Cartier-ს ელჩი გახდა. ქართველმა ხელოვანმა უკვე მიიღო მონაწილეობა უახლესი ყელსაბამების სარეკლამო ფოტოსესიაში.
Cartier is pleased to announce Khatia Buniatishvili, renowned French-Georgian pianist, as a new ambassador of the Maison. @BuniatishviliKh @sony_classical
Photo © Esther Haase pic.twitter.com/DDt2tlsr1C— Cartier (@Cartier) October 6, 2020
„ბედნიერი ვარ და დიდი პატივია ვიყო Cartier-ს ელჩი“, – წერს სოციალურ ქსელში ხატია ბუნიათიშვილი.
პიანისტმა უდიდესი მადლიერება გამოთქვა ბრენდის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელმაც საკუთარი კოლექციის ელჩად მთელ მსოფლიოში სწორედ იგი აირჩია.
კომენტარები