საზოგადოებაnews

ილია ფილფანს უკვე ინტერპოლი ეძებს

სვანეთში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, ამის შესახებ „Sputnik საქართველოს“ ილიას დედამ ქსენია ფილფანმა განუცხადა.

18 ივლისს ილია, რომელიც მამის ნათესავებთან სვანეთში, სოფელ ლენჯერში სტუმრად იმყოფებოდა, სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ბიჭის ახლობლებმა პოლიციას მეორე დღეს მიმართეს.

„როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ ბორცვაძეს შევხვდით, ვთხოვეთ, რომ ილიაზე საერთაშორისო ძებნა გამოეცხადებინათ. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ჩვენი თხოვნა შესრულდა – ბიჭს ინტერპოლი ეძებს“, – აღნიშნა ქსენიამ.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც ქსენია ფილფანმა აღნიშნა, მისმა მეუღლემ დაზარალებულის სტატუსი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მისთვის გამოძიების მასალები ხელმისაწვდომი იქნება.

„ერთი პრობლემა გაგვიჩნდა – ქართული ენა არ ვიცით, მთარგმნელი გვჭირდება. როდესაც მთარგმნელს ვიპოვით, შევძლებთ გამოძიების მასალების გაცნობას“, – აღნიშნა ქსენია ფილფანმა.

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან სოფელ ლენჯერში, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან, ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close