ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 14-20 სექტემბერი  

14-იდან 16 სექტემბრამდე კლებადი მთვარის პერიოდია, 17 სექტემბერს ახალმთვარეობაა, 18-იდან 20 სექტემბრამდე კი – მზარდი მთვარის პერიოდი. მთვარე ხელს უწყობს ყველა ენერგიული და ქმედითი საქმიანობის დაწყებას. სწორად შერჩეული დიეტა ან განტვირთვის დღე კარგია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნისთვის, შესაძლებელს ხდის სხვადასხვა დაავადების თავიდან აცილებას. სექტემბრის ეს კვირა შესანიშნავი დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.

 

ვერძი

პირველ რიგში გადმოინაცვლებს სასიყვარულო ურთიერთობები. თქვენ თვითონ გაგაკვირვებთ ვნების ასეთი აფეთქება. სამსახურში ახალი პერსპექტივები გაიხსნება, მაგრამ თქვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი არასერიოზული იქნება. მოგიწევთ  აქტიურად ჩაერთოთ საქმეებში და დაამტკიცოთ, რომ მხოლოდ თქვენ იცით, საიდან უნდა დაიწყოთ მათი მოგვარება.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კურო

ამ პერიოდში შესაძლებლობა მოგეცემათ, მეტი დრო დაუთმოთ სახლს და ბოლოს და ბოლოს კარგად გამოიძინოთ, თუმცა საყვარელი ადამიანი კარგად დასვენებას მაინც არ დაგაცდით – მას უამრავი ახალი იდეა აქვს, რაც სერიოზული საუბრებისა და მოქმედებებისკენ გიბიძგებთ.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ტყუპი

კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ საჭირო ადამიანებზე, ამიტომ მეტი კომუნიკაცია გქონდეთ და სახლში არ ჩაიკეტოთ, მოგზაურობა და შეხვედრები დაწინაურების კარგ შანსს მოგცემთ, ახალი პროექტები კი შრომითი გმირობებისკენ გიბიძგებთ. სიყვარულში მოთმინება გამოიჩინეთ და ნუ დააჩქარებთ მოვლენებს.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

 

კირჩხიბი

საქმიან სფეროში კვლავ ლიდერის პოზიცია გიჭირავთ. თქვენი შემოქმედებითი იმპულსები სწორი მიმართულებით მიმართეთ. ეს პერიოდი თანხის შემოდინებას გპირდებათ, მაგრამ ფრთხილად იყავით, შესაძლოა მავანის გზა გადაკვეთოთ და მაშინ თქვენი წარმატება მის ავადმყოფურ თავმოყვარეობას მტკივნეულად შეეხება.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ლომი

დაძაბული არდადეგები სათავგადასავლო და რომანტიკული შეხვედრებით არანაკლებ ქარიშხლიანი ყოველდღიური ცხოვრებით შეიცვლება. თქვენი პროფესიონალიზმი დაფასდება. ჩაიწერეთ იდეები და  დაიწყეთ გეგმების შედგენა. პირად ან ოჯახურ ცხოვრებაში ინიციატივა პარტნიორზე გადაიტანეთ.

სასიკეთო დღეები: 15, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

 

ქალწული

ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი ამბიციური სურვილები შეიძლება ასრულდეს, ასე რომ, გულმოდგინედ ჩამოაყალიბეთ, რა გსურთ ახლა ცხოვრებისგან. მოულოდნელი შეხვედრა ან ზარი ადამიანისგან, რომელიც წარსულიდან დაბრუნდება, მკვეთრად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. სამსახურში შანსი გექნებათ საკუთარი თავი გამოავლინოთ და ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყროთ.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

სასწორი

ნუ გადააბიჯებთ ზღვარს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. ამ პერიოდის განმავლობაში  ნამდვილი მესაკუთრესავით მოქცევისკენ იქნებით მომართული. სიყვარული და ვნება გსურთ,  ამიტომ ცოტა ზედმეტი მოგდით და ეჭვიანობის დემონსტრირებასაც ახდენთ. შაბათ-კვირას თავი შეიკავეთ ემოციებისგან და გაუმკლავდით საყოფაცხოვრებო პრობლემებს.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მორიელი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ხელსაყრელი პერიოდი იწყება. გავლენიანი პიროვნება მზადაა თავისი ფრთის ქვეშ შეგიფაროთ. თქვენ წინ იხსნება კარი, რომელზეც ამდენ ხანს აკაკუნებდით. გარიგებები კარგად წარიმართება, გამოჩნდებიან ახალი კლიენტები და მათთან ერთად – ფულიც. ამ პერიოდში რომანტიკული შეხვედრები ბევრ დადებით ემოციას მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მშვილდოსანი

რაც უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი ხდებით, მით უფრო აღვივებთ პარტნიორის გრძნობებს. ახლა ბევრად უკეთ გესმით ერთამანეთის, ვიდრე წინა რამდენიმე კვირის განმავლობაში. კოლეგებთან კომუნიკაციას ასევე მეტი ნდობა და უშუალობა ახლავს. გაახარეთ საკუთარი თავი სასიამოვნო საჩუქრით – ამას იმსახურებთ.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 14.

 

თხის რქა

თქვენი ენერგია ყოველთვის არ იქნება მიმართული კეთილი საქმეებისკენ. დიდია ცდუნება, შური იძიოთ წვრილმანი წყენების გამო, რომლებიც შეიძლება მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში არსებობდეს. სასიყვარულო ურიერთობებში საეჭვოა ინტრიგები წარმატებით დაგვირგვინდეს. ამ სფეროში მაქსიმალური გულწრფელობა უკეთეს შედეგს მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მერწყული

ყურადღება მიაქციეთ გადავადებულ საქმეებს. კარგი მომზადება გჭირდებათ მომავალი „ბრძოლის“ წინ. სასარგებლო კონტაქტების დამყარების უნარები ახლა განსაკუთრებით გამოგადგებათ. ნუ დაკარგავთ დროს წვრილმანებზე! ყველაზე მეტად წარმატებას მიაღწევთ საქმეებში, რომლებიც გრძელვადიან ინვესტიციებს უკავშირდება.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

თევზები

ჰორიზონტზე გამოჩნდება ახალი მიზნები, რომელთა შესრულებისთვის მალე დაიწყებთ ქმედებას.  დროა დაფიქრდეთ, მოამზადოთ გეგმა, სწორად გაანაწილოთ თქვენი ძალები. ამ კვირაში გამარჯვების გვირგვინი თქვენთვის გარანტირებულია. მთავარია წუთიერ გატაცებებზე არ მოცდეთ. ეს საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 14.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close