ეს ის საკონდიტროა, სადაც წარმოუდგენლად გემრიელ „მილფეის“ (იტ. millefoglie) – ჩვენებურად ტორტ „ნაპოლეონს“ ამზადებდნენ.
„კავალეტიმ“ მუშაობა პანდემიის გამო შეწყვიტა დაპირებით, რომ სექტემბერში ისევ გაიხსნებოდა, მაგრამ მისმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, ფუნქციონირება საბოლოოდ შეეწყვიტათ. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
საკონდიტრო 1951 წელს გაიხსნა და მალე გახდა პოპულარული. როგორც ცნობილია, აქ დედოფალ ელიზაბეთის საყვარელ დესერტ millefeuille-ს (ტორტი „ნაპოლეონი“) ყველაზე გემრიელად ამზადებდნენ.
Cavalletti-ს ერთგულმა კლიენტებმა პეტიცია შეადგინეს საკონდიტროს დახურვის წინააღმდეგ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: მფლობელებმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს და დაწესებულება სულ დახურეს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები