მედიცინა

„კარანტინისთვის 5 დღე სრულიად საკმარისია“ – გერმანელი ვირუსოლოგი

„კარანტინის 2-კვირიანი პერიოდი ძალიან ხანგრძლივია“, – ამის შესახებ ბერლინის საავადმყოფო Charité („ჩარიტე“) მთავარმა ვირუსოლოგმა კრისტიან დროსტენმა განაცხადა. ინფორმაციას ონლაინ გამოცემა fortune.com ავრცელებს.

დროსტენის თქმით, კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები 5 დღის შემდეგ ინფექციის მატარებლები აღარ არიან და მოკლევადიანი კარანტინის პერიოდი მოსახლეობისთვისაც მისაღები და დადებითი შედეგის მომტანი იქნება.

დროსტენის იდეის თანახმად, 5-დღიანი კარანტინის პერიოდი, რომელსაც ის გვთავაზობს, covid-19-ის ტესტებზე არ უნდა გაიხარჯოს.

ის ფიქრობს, რომ ეს ტესტები სწორედ კარანტინის დასრულების შემდეგ, მოქალაქეების ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე, უნდა ჩატარდეს.

რაც შეეხება პირბადეების ტარების აუცილებლობას, დროსტენი ამბობს, რომ ეს შესაძლოა ადამიანების ხელახალი დაინფიცირების მიზეზი გახდეს. „რეალურად, პირბადეები კორონავირუსის გავრცელებას ვერ აჩერებენ. თანდათან იზრდება სამეცნიერო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ამოსუნთქული ჰაერი ინფექციის მთავარი გამომწვევი ფაქტორია“, – ამბობს გერმანელი ვირუსოლოგი.

ცნობისთვის: გამორიცხული არ არის, რომ საქართველოში კარანტინის პერიოდი შემცირდეს. დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 5 სექტემბერს ჟურნალისტებთან თქვა, რომ 8-დღიანი კარანტინის ვარიანტს განიხილავენ.

შეგახსენებთ, თავდაპირველად საქართველოში კარანტინის ვადა 14 დღე იყო, შემდეგ კი 12-მდე შემცირდა.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close