ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 7-13 სექტემბერი

7-იდან 13 სექტემბრამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ეს ხელსაყრელი დროა საქმეების დასრულებისთვის, შედეგების შეჯამებისა და სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადებისთვის. დაიწყეთ წონის დაკლებაზე ზრუნვა, მოიშორეთ მავნე ჩვევები, დაემშვიდობეთ მოსაწყენ ურთიერთობებს. კარგი იქნება, თუ კვირის ბოლო დღეს ჩაიტარებთ სხვადასხვა კოსმეტიკურ  პროცედურას სახისა და მთელი სხეულის კანის გასაწმენდად.

 

ვერძი

სიმართლე თქვენს მხარეზე იქნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, თავი აარიდეთ კონფლიქტებსა და დავებს, რასაც არ უნდა უკავშირდებოდეს ისინი. ალბათ მოგიწევთ უკმაყოფილო კოლეგებისა და ხელმძღვანელობისგან უამრავი სერიოზული პრეტენზიის მოსმენა. თავის მართლებას და შეპასუხებას აზრი არ აქვს. მალე ყველაფერი გაირკვევა და სამართლიანობა გაიმარჯვებს.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 7.

 

კურო

სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემებისგან გვერდზე დგომა და პირად საკითხებზე გაჩუმება არ გამოგივათ. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მტკიცედ დაიცავით თქვენი პოზიცია და ნუ უგულებელყოფთ საკუთარ ინტერესებს. თვალი ადევნეთ ხარჯებს, მაგრამ ფასდაკლებული საგნები არ შეიძინოთ.

სასიკეთო დღეები: 7, 8.

არასასიკეთო დღე:  13.

 

ტყუპი

არანაირი სერიოზული საქმე არ დაიწყოთ 9 სექტემბრამდე. ამ დრომდე თავი შეიკავეთ აქტიური საქმიანობისგან, თუ შესაძლებელია შეზღუდეთ კონტაქტები და შეეცადეთ არავის დაუპირისპირდეთ. კარგი იქნება საქმიანი პარტნიორებისა და კოლეგების მიმართ მოთხოვნების დონე კიდევ უფრო შეამციროთ.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 12.

 

კირჩხიბი

მოუსმინეთ თქვენს შეგრძნებებს. გაციების ან რაიმე სხვა დაავადების გამოვლენის პირველივე ეტაპზე სასწრაფო ზომები მიიღეთ. საოჯახო საქმეების გარკვეული ნაწილი ახლობლებს მიანდეთ, სამსახურში ნუ იქნებით ძალიან გულმოდგინე – არსებობს მეტისმეტად დატვირთვის საშიშროება, რაც უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

სასიკეთო დღეები: 8, 9.

არასასიკეთო დღე: 11.

 

ლომი

ყველაზე მეტად მიმართული იქნებით  ფულსა და სიყვარულზე. უფრო მეტიც, როგორც ერთ, ისე მეორე საკითხში შეიძლება წარმოუდგენლად გაგიმართლოთ. ამისათვის მხოლოდ ორი პირობა უნდა შეასრულოთ: ჩართოთ მკაცრი ეკონომიის რეჟიმი და გარშემო მყოფ ადამიანებს მისცეთ თავისუფლება, საკუთარი სახე შეინარჩუნონ. ნურავის გააკრიტიკებთ და მკაცრად ნუ განსჯით.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე:  7.

 

ქალწული

ენერგია საკმარისი გაქვთ, განწყობა – შესანიშნავი და ფიზიკურადაც შესანიშნავ ფორმაში ხართ.  და მაინც, ცოტა უფრო მეტად დაუფიქრდით თქვენს სიტყვებს, აზრებსა და ქმედებებს. ხოლო იმისათვის, რომ თქვენს ძალასა და შესაძლებლობებს არ გადააჭარბოთ, წინასწარ იფიქრეთ მკაფიო სამოქმედო გეგმაზე ყველაფერში. იპოვეთ დრო და ძველ მეგობრებს შეახსენეთ თავი.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

 

სასწორი

რისკავთ, რომ ვნებისა და სასიყვარულო მღელვარების ტყვე აღმოჩნდებით. გააკონტროლეთ თავი,  შეეცადეთ, თავი არ დაკარგოთ. კარგ ფორმაში ყოფნა დაგჭირდებათ  სამუშაოსთვის, საქმე კი საკმაოდ ბევრია მოსალოდნელი და მათ მოგვარებას თქვენ გარდა ვერავინ შეძლებს, ამიტომ ნუ მოდუნდებით, მოახდინეთ ძალების მობილიზება და შეიქმენით საქმიანი განწყობა.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მორიელი

ცხოვრების ჩვეული განრიგი შეიძლება დაგერღვეთ შორეულ ნათესავებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო. გარდა ამისა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ელექტროტექნიკის გამოყენებისა და  მანქანის მართვის დროს. თქვენი უგუნური ქმედებების გამო შეიძლება  სხვები დაზარალდნენ.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მშვილდოსანი

პროფესიული საბრძოლო განწყობა გჭირდებათ – წინ ბევრი საქმიანი შეხვედრაა, რაც დადებით გავლენას მოახდენს თქვენს კარიერაზე. იყავით მომთხოვნი როგორც  საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მართალი ხართ, გადამწყვეტად იმოქმედეთ ნებისმიერ სიტუაციაში, მაგრამ კანონის ფარგლებში.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 13.

 

თხის რქა

დროა სოლიდური თანხა გამოიმუშაოთ. მაგრამ უმჯობესია უარი თქვათ ახალ მაცდურ წინადადებებზე, რომლებიც შეიძლება ამ პერიოდში შემოგთავაზონ. თანაც ფულადი წარმატება მოსალოდნელია იმ საკითხებში, რომლებიც საფუძვლიანად გაქვთ შესწავლილი. თუ რაღაც არასწორად მიდის, არ დანებდეთ. თქვენი ძალისხმევა კარგ შედეგებს მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 7, 12.

არასასიკეთო დღე: 11.

 

მერწყული

ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საქმეებს. შეიძლება ოჯახის ბიუჯეტის გადახედვა მოგიხდეთ და მნიშვნელოვნად შეამციროთ დანახარჯი გართობასა და სიამოვნებაზე. შეიძლება სამსახურში მცირე პრობლემები შეგექმნათ – შეეცადეთ არ დააგვიანოთ, ნუ აარიდებთ თავს თქვენს პირდაპირ მოვალეობებს.

სასიკეთო დღეები:  9, 13.

არასასიკეთო დღე: 8.

 

თევზები

ენერგია ცოტა გაქვთ, თქვენი ემოციურ-ფსიქიკური მდგომარეობაც არ არის უმაღლეს დონეზე. ამიტომ ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან და დიდ საქმეებს.  დაკავდით ჩვეულებრივი სამუშაოთი, რომელიც სერიოზულ ძალისხმევას არ მოითხოვს. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ამ დროისთვის შვებულებას აიღებთ ან მინიმუმ ორი დღით მაინც გარემოს შეიცვლით.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 7.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close