საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა
საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი შემოვიდა. საშიში ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მსოფლიოს შავ ბაზარზე რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა, ახლა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.
ჰალუცინაცია, ფსიქიკური აშლილობა და ნერვული პრობლემები – ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოწვევაც ახალ ბიონარკოტიკულ საშუალებას შეუძლია.
სინთეზური ნივთიერება იმდენად საშიშია, რომ მისი ერთჯერადი მოხმარებაც კი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ახალი ბიონარკოტიკი ადამიანის ფსიქიკას მოკლე დროში ანადგურებს.
რეალიზატორების ნაწილი, რომლებიც მიწისქვეშა ლაბორატორიებში კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებს ყიდდნენ, უკვე დაკავებულია.
ჰალუცინაცია, ფსიქიკური აშლილობა და ნერვული პრობლემები – საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა
ვრცლად https://rustavi2.ge/ka/news/174684
Posted by Rustavi 2 on შაბათი, 05 სექტემბერი, 2020
კომენტარები