ეკონომიკამოგზაურობასაქართველო

ბრიტანელები, კანადელები, ამერიკელები საქართველოდან იმუშავებენ და ოჯახებთან ერთად იმოგზაურებენ

საქართველოს მთავრობის „იმუშავე საქართველოდან“ ახალი პროექტით საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილი უკვე 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტმა მოქალაქემ გამოხატა და პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია გაიარა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 138 აპლიკანტი საქართველოში მოგზაურობას თანმხლებ პირთან, ოჯახის წევრებთან ერთად აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ განცხადების დადასტურების შემთხვევაში, 200-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას და დისტანციურად მუშაობას.

27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით მიღებული აპლიკაციების 56% „თვითდასაქმებული“, 23% – სრულ განაკვეთზე დასაქმებულიხოლო 21% – მეწარმეა.

პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ 27 აგვისტოდან დაიწყო და მოკლე დროში დიდი დაინტერესება მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი – აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, თურქეთსა და სხვა სახელმწიფოებში.

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოში კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ და რაც მთავარია მოგზაურები საშუალო სტატისტიკურად დარჩებიან ბევრად უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ვიდრე გასულ წლებში. პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ოჯახის წევრებთან ერთად იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას და სამზარეულოს. პროექტი დაეხმარება კერძო სექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, რადგან ახალი პროექტი გიდების, ტურისტული ტრანსპორტის, ბინების გაქირავების, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის იქნება მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც „უსაფრთხო მიმართულების“ კიდევ უფრო მყარ პოზიციონირებაზე მოხვედრას“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტია, რომელიც საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველ უცხო ქვეყნის მაღალანაზღაურებად მოქალაქეებს საქართველოში უმასპინძლებს. 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close