მსოფლიოკრიმინალი

გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში პოლიციამ ბინაში ხუთი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა

ბავშვების დედამ თავის მოკვლა სცადა

წარმოუდგენელი მასშტაბის ოჯახური დრამა გერმანიის ქალაქ ზოლინგენში (ვესტფალია): გუშინ, 3 სექტემბერს 27 წლის ახალგაზრდა ქალმა თავისი 5 შვილი მოკლა და შემდეგ თავადაც თავის მოკვლა სცადა – S. Bahn-ის მატარებელს ჩაუვარდა დიუსელდორფის ცენტრალურ სადგურში. 

უფროსმა ვაჟიშვილმა განგაში ატეხა დედის ქმედების გამო: 11 წლის ბიჭი, რომელიც ქალმა თავისთან ერთად წაიყვანა დიუსელდორფში, მარტოდმარტო ჩავიდა ბებიასთან მატარებლით ქალაქ მოეხენგლადბახში (60 კმ-ის დაშორებით), რათა იგი გაეფრთხილებინა.

ვუპერტალის პოლიცია ვარაუდობს, რომ ბიჭი მანამ გაემგზავრა ბებიასთან, სანამ დედამისი თვითმკვლელობას დააპირებდა სადგურზე. ამის შესახებ სააგენტო „ანსას“ პოლიციის პრესსპიკერმა განუცხადა.

პატარების ცხედრები – 1, 2, 3 წლის 3 გოგონასი  და 6 და 8 წლის 2 ბიჭის – სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებმა ზოლინგენში, ჰაშელშტრასეზე მდებარე ბინაში აღმოაჩინეს. პოლიციის პრესსპიკერის თქმით, „ბავშვების მამის მიმართ დანაშაულთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს“.

ქალაქში 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ის ცნობილია დანების და ხმლების წარმოებით. აქ ბავშვები დედასთან ერთად ცხოვრობდენენ ნაცრისფერი სახლის მესამე სართულზე, რომლის გარშემო გუშინ შეკრებილები იყვნენ მომხდარით შეძრწუნებული მეზობლები და გამვლელები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რომელიც ჯერ პოლიციას არ დაუდასტურებია, ბავშვებს შესაძლოა საძილე საშუალება მისცეს, აშკარაა, სასიკვდილო დოზით. ამ საკითხს ბიოფსიის პასუხი მოჰფენს ნათელს.

ბავშვების მკვლელობის შემდეგ, მაშინათვე დედა უფროს შვილთან ერთად დიუსელდორფში წავიდა – ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის დედაქალაქი ზოლინგეიდან დაახლოებით 35 კმ-ში მდებარეობს – და აქ, ცენტრალურ სადგურზე, 27 წლის ახალგაზრდა ქალი, თვითმკვლელობის მიზნით S1 ხაზის მე-11 პლატფორმაზე მეტროს ლიანდაგებს შორის ჩახტა. ქალი გადარჩა და, მძიმე მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოშია მოთავსებული. „მას ამ დროისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, თუმცა იმედოვნებენ, რომ მოგვიანებით შეძლებენ მის დაკითხვას“, – უთხრა „ანსას“ პოლიციის წარმომადგენელმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close