სწავლასაბერძნეთი

საბერძნეთის სკოლებში ახალი სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება

დღეს განათლების მინისტრმა ნიკი კერამეოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საბერძნეთში ყველა სკოლა 14 სექტემბერს გაიხსნება.

მოვიდა დრო, გამოვაცხადოთ სკოლების გახსნისა და მათი ფუნქციონირების ყველა წვრილმანის შესახებ ახალ სასწავლო წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, აღნიშნა მინისტრმა. ნიკი კერამეოსის განცხადებით, ყველა დონის სასკოლო  დაწესებულებები (დაწყებითი კლასები, გიმნაზიები და ლიცეუმები) 14 სექტემბერს ისევ გაიხსნება. მისივე ინფორმაციით, ახალ 2020-2021 სასწავლო წელს გაძლიერდება კორონავირუსის პროფილაქტიკის ზომები და მთლიანობაში ბავშვების სწავლების პროცესის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება. პირბადეებით საჯარო  და კერძო სკოლების მოსაწავლეებსა და მასწავლებლებს სახელმწიფო უფასოდ მოამარაგებს. ყოველ ბავშვზე ქსოვილისგან დამზადებული (მრავალჯერადი მოხმარების) ორი პირბადე იქნება გათვლილი.

ექსპერტებმა სპეციალური მითითებები გასცეს სასკოლო ნიღბების წარმოებისთვის, რომლებიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი. კერძოდ, პირბადემ შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს:

  • სახე კარგად უნდა ეკვროდეს;
  • უნდა ჰქონდეს წვრილი ბოჭკოს მჭიდრო სტრუქტურა;
  • უნდა ირეცხებოდეს.

„განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის მზადაა. უკვე დავასრულეთ პედაგოგებისა და თანამშრომლების აყვანა – უფრო ადრე, ვიდრე ოდესმე. სკოლებში წიგნები დროულად შევიდა“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close