საფრანგეთის ქალაქ ლიონში ბოროტმოქმედები ინკასაციის მანქანას დაესხნენ თავს და 9 მილიონი ევრო გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ RFI ავრცელებს.
ინციდენტი 28 აგვისტოს ლიონის მე-7 ოლქში, „საფრანგეთის ბანკის“ ფილიალთან მოხდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, როდესაც ინკასაციის მანქანა ბანკის ტერიტორიიდან გამოდიოდა, მას გზა ჯიპის ტიპის ორმა ავტომობილმა გადაუღობა. ინკასაციის მანქანასთან შეიარაღებული პირები მივიდნენ და ინკასატორებს კარების გაღება აიძულეს, შემდეგ ფული წაიღეს, ინკასაციის მანქანას კი ცეცხლი წაუკიდეს.
Un #braquage d’un fourgon blindé à #lyon. Les malfaiteurs sont partis avec un butin de plusieurs millions d’euros. Pas de blessés. Enquête confiée à la DIPJ de Lyon et à la JIRS de Lyon. Le dernier braquage à Lyon c’était l’affaire #Musulin pic.twitter.com/N6YWRFx5aC
— France 3 Rhône-Alpes (@F3Rhone_Alpes) August 28, 2020
პოლიციამ ბოროტმოქმედების ავტომობილები ქალაქგარეთ, ასევე, დამწვარ მდგომარეობაში იპოვა. ყაჩაღობაში მონაწილე პირების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
imedinews.ge
p. s. როგორც „ფრანს პრესი“ წერს, მძარცველების მიერ გატაცებული თანხა რეკორდულია, რადგან 2009 წლის შემდეგ მსგავსი ძარცვის დროს ასეთი სოლიდური თანხა არასდროს გაუტაციათ.
2009 წელს, ასევე, ლიონში მძარცველებმა ინკასატორებს 11,6 მილიონი ევრო გასტაცეს, თუმცა მოგვიანებით ცხრა მილიონი პოლიციამ ავტოფარეხში აღმოაჩინა.
კომენტარები