მსოფლიოnews

ტეხასისა და ლუიზიანის შტატების სანაპიროებს ქარიშხალი „ლაურა“ უახლოვდება

ტეხასისა და ლუიზიანის შტატების სანაპიროებს ქარიშხალი „ლაურა“ უახლოვდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

როგორც მოსალოდნელია, შტორმი აშშ-ის სანაპიროს კუბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან მექსიკის ყურის გავლით და ტეხასის, ასევე ლუიზიანის სანაპიროებს 26 აგვისტოს დაატყდება თავს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ლუიზიანას შტორმმა „მარკომ“ გადაუარა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლუიზიანის შტატი სტიქიური უბედურების ზონად უკვე გამოაცხადა.

ტეხასის სანაპირო ქალაქებიდან გაცემულია 385 ათასი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება. ლუიზიანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან კი, 200 ათასი მცხოვრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ორივე შტორმს კარიბის ზღვის აუზში უკვე მოჰყვა ნგრევა და მსხვერპლი. გარდაცვლილია, სულ მცირე, 20 ადამიანი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close