მარგარეტ ტეტჩერი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველა დროის ყველაზე ძლიერ ქალად. იგი 11 წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ტყუილად არ შეურქმევიათ „რკინის ლედი“.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლამდე მარგარეტი ერთადერთი ქალი იყო, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა. ტეტჩერი დღემდე ბევრი ქალისთვის შთამაგონებელია. თვალი გადაავლეთ მის 12 ფრაზას, შესაძლოა მათ წარმატებისკენ გიბიძგონ:
1. დამარცხება? მე არ ვაღიარებ ამ სიტყვას.
2. ნებისმიერი ქალი, რომელსაც ესმის სახლის პრობლემების და შეუძლია მათი მოგვარება, გაიგებს ქვეყნის პრობლემებსაც და მოაგვარებს მათ.
3. თუ გინდათ, ლაპარაკი მოისმინოთ, კაცებს მიმართეთ, მაგრამ თუ საქმის გაკეთება გსურთ, ქალს სთხოვეთ.
4. სახლი ქალისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს საზღვარი.
5. შესაძლოა მამალი ყივის, მაგრამ კვერცხებს დედალი დებს.
6. მტერი უნდა გაიცნო, იმიტომ რომ შეიძლება მოგეცეს შესაძლებლობა, ის შენს მეგობრად აქციო.
7. ადამიანზე წარმოდგენა, როგორც წესი, 10 წამში მექმნება და პირველი შთაბეჭდილება ძალიან იშვიათად მეცვლება.
8. თუ ჩემი კრიტიკოსები დაინახავენ, რომ მდინარე ტემზაზე ფეხით გავიარე, ისინი იტყვიან, რომ ცურვა არ შემიძლია.
9. ქალებს კაცებზე მარტივად შეუძლიათ თქვან „არა“.
10. ნუ დაეთანხმებით ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ გსურთ მათ საერთო ინტერესები აჩვენოთ. ყოველთვის თავისუფლად გამოხატეთ საკუთარი აზრი.
11. ხანდახან ერთი და იმავე ომის რამდენჯერმე მოგება გიწევს საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად.
12. „პატარა“ ადამიანებს ყოველთვის განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებთ „დიდი“ ადამიანების გაკრიტიკება.
წყარო: regarder.ge
კომენტარები