წარმოშობით ჩრდილოაფრიკელი (ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით – ეგვიპტელი) მამაკაცი მილანის საკათედრო ტაძარში დანით შეიარაღებული შევიდა და ტაძრის მცველი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ანსა“ იტყობინება.
ინციდენტი 12 აგვისტოს მოხდა. თავდამსხმელი მძევალს რამდენიმე წუთის განმავლობაში დანით ემუქრებოდა. ბოროტმოქმედმა მას აიძულა, მუხლებზე დამდგარიყო.
შემთხვევის ადგილას მალე პოლიცია მივიდა და დაარწმუნა თავდამსხმელი, რომ იარაღი დაეგდო.
ბრალდებული დააკავეს ადამიანის ძალადობრივი თავისუფლების აღკვეთის, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და ცივი იარაღის უკანონო გამოყენების გამო, თუმცა საქმე ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებას გადაეცა და პოლიციის ანგარიშებში გამოიყენება კვალიფიკაცია „ტერაქტი“.
სამართალდამცველები ახლა თავდასხმის წინაისტორიას და დანაშაულის მოტივს იძიებენ, რომელიც ამ დროისთვის უცნობია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები