მსოფლიოnews

ისრაელში საქართველოს საელჩო ჩვენი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ხვალიდან, 11 აგვისტოდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომლებიც ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა კორონავირუს SARS-CoV-2-ის გავრცელების პრევენციისთვის. ამ ინფორმაციას საქართველოს საელჩო თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

„ღია სივრცეში დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 20-ს, ხოლო დახურულში – 10-ს. შეზღუდვა ვრცელდება, როგორც სამუშაო და საჯარო ადგილებზე, ისე კერძო ტერიტორიებზე.

კერძო ავტომობილში მძღოლის გარდა დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 2-ს. შეზღუდვა არ ვრცელდება ერთ სივრცეში მცხოვრებ პირებზე.

კვებით ობიექტების დახურულ სივრცეში 20, ხოლო ღია სივრცეში 30 ადამიანის შეკრებაა შესაძლო, სასტუმროს რესტორნებში მომსახურე პერსონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს. საცურაო აუზში, ყოველ 6მ² ერთი ადამიანი.

პროდუქტის შინ მიტანის შემთხვევაში კურიერს მისი დატოვება კართან ევალება.

დაიკეტება: დისკოთეკები, ბარები და პაბები, სადღესასწაულო დარბაზები და ბაღები, გასართობი და აკვაპარკები“.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close