კრიმინალისაქართველო

რა კავშირი აქვს პორნოსაიტთან კომპანია „ზეგს“, სადაც გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მუშაობდა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების პირველივე დღეებში გაჩნდა ვერსია, რომ მისი დაკარგვა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. მალევე გაირკვა, რომ თამარი კომპანია „ზეგში“ მუშაობდა პროგრამისტად. 

შპს „ზეგ“ არის IT (პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა) კომ­პა­ნია და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 5 წე­ლია არ­სე­ბობს. რო­გორც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს დეველოპერული კომ­პა­ნია დაკ­ვე­თებს მხო­ლოდ უცხო­ე­თი­დან იღებ­და და ქართულ ბაზართან შეხე­ბა არ ჰქონ­და.

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს კომპანია „ზეგის“ საქმიანობის შესახებ. ჟურნალისტი ინტერესდება, არის თუ არა ქვეყნაში დასჯადი პორნოგრაფიული ვიდეომასალის დამზადება და წერს, რომ იმ საიტზე, რომელსაც კომპანია „ზეგ“ დეველოპერულ მხარდაჭერას უკეთებს, პორნოგრაფიულ ვიდეოებში ქართულ ენაზე საუბარი ისმის.

„იურისტები ვინც ხართ, გამარკვიეთ ერთ საკითხში. ვარკვევ და მგონი ცოტა ბუნდოვანია კანონმდებლობა. რამდენიმე შეკითხვას ჩამოვწერ და განვიხილოთ.

საქართველოში პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება არის თუ არა დასჯადი? მაგალითად, გადავიღე პორნოგრაფიული ვიდეო, მერე ეს ვიდეო ვინმეს მივყიდე და აიტვირთა უცხოურ საიტზე. არის თუ არა ეს დანაშაული?

საიტზე, რომელსაც კომპანია ,,ზეგ“ უწევდა უზრუნველყოფას, სხვა მასალებთან ერთად ატვირთულია საქართველოში გადაღებული პორნოგრაფიაც. ისმის ქართული საუბრები და მონაწილეები არიან, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები. თავად ვიყავი შესული ამ საიტზე და დავათვალიერე ყველაფერი.

ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობით, ეკისრება თუ არა კომპანია ,,ზეგს“ რაიმე პასუხისმგებლობა. გასაგებია, რასაც ამბობს ეს კომპანია, რომ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდა, მაგრამ შეუძლებელია, ამ კომპანიის თანამშრომლები არ დაინტერესებულიყვნენ, ვის უწევენ უზრუნველყოფას და ამ გვერდზე შესულები არ იყვნენ, არ იცნობდნენ შინაარსს.

თუ საიტზე შესული ხარ, აუცილებლად ძალიან მარტივად ნახავ საქართველოში დამზადებულ პორნოგრაფიულ მასალას. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში რა სახით ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. თუ დანაშაულია აქ პორნოგრაფიის შექმნა და შენ ამას ხედავ უცხოურ საიტზე, გეკისრება თუ არა რაიმე ვალდებულება?

მაგალითად, შეატყობინო შესაბამის სტრუქტურებს ? უცხოურმა საიტმა რატომ შეარჩია პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია საქართველოში? მოკლედ, რადგან მეჩვენება, რომ კანონმდებლობა არ არის მთლად მკაფიო, მაინტერესებს მოსაზრებები, მათ შორის, იურისტების. ამ ეტაპზე ეს შეკითხვები მაქვს.

აქვე განმარტების სახით: კომპანია ,,ზეგი“ ეკუთვნის ამერიკაში მცხოვრებ აბრაამ რეირბახს. რეირბახსვე ეკუთვნის კომპანია ,,ტროპიკალ ემბისი“. ჩემ მიერ ნახსენები პორნოსაიტი (რომლის მისამართს აქ არ ვწერ) წარმოადგენს ,,ტროპიკალ ემბისის“, – წერს სანაია.

7 აგვისტოს კომპანია „ზეგის“ 5 თანამშრომლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მათი საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია პერსონალური კომპიუტერები. რა ინფორმაციას ინახავს ეს კომპიუტერები, გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close