აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 461 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა.
ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ყოველ ერთ წუთში ერთი ადამიანი იღუპებოდა.
მისივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო 11 დღეში 10 000-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
expressnews.ge
კომენტარები