fbpx
მსოფლიოnews

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ყოველ ერთ წუთში ერთი ადამიანი იღუპებოდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 461 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა.

ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ყოველ ერთ წუთში ერთი ადამიანი იღუპებოდა.

მისივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო 11 დღეში 10 000-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

expressnews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close