კრიმინალისაქართველო

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაითვალისწინა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნა და საქმის გამოძიება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვდა, მისი შვილის გარდაცვალების საქმე ქვემო ქართლის პოლიციას აღარ გამოეძიებინა და ის შსს-ს გადასცემოდა გამოსაძიებლად.

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებდა:

„ვნახოთ, ამის მერე მათზეა დამოკიდებული ის ნდობა, რომელიც აღარ ჰქონდა ოჯახს ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ. მათ ოპერატიულობაზე, კეთილსინდისიერაბაზეა დამოკიდებული, რამდენად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დააკმაყოფილებს ოჯახს და აღადგენს სამართლიანობის განცდას.

უნდა დადგინდეს, რას და ვის შეეწირა ამ ულამაზესი ბავშვის სიცოცხლე. გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმოქმედებს საგამოძიებო ორგანოები. რაც შეეხება ლეპტოპის გახსნას, ამას დაადგენს ალტერნატიული ექსპერტიზა. ვთვლი, რომ ამ საკითხზე ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, – განაცადა რამიშვილმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close