მეცნიერთა თქმით, სოციალურ დისტანცირებას ხეებიც მიმართავენ
გარკვეული დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად სოციალურ დისტანცირებას ხეებიც მიმართავენ. ასე აღწერს ამერიკელი ბიოლოგი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია TREE Foundation-ის ხელმძღვანელი მეგ ლომენი ზოგიერთი სახეობის მცენარისთვის დამახასიათებელ ფენომენს, რომელსაც „ვარჯის სიმორცხვეს“ უწოდებენ.
ხშირ და დაბურულ ტყეებშიც კი მეზობლად მზარდი ხეების ვარჯი, ანუ მიწისზედა განშტოებული ნაწილი, ერთმანეთს არ ეხება და მათ შორის კარგად შესამჩნევი დისტანცია ჩნდება. ასეთ შემთხვევებს ევროპული მუხისა და ფიჭვის გავრცელების არეალებში, ასევე, ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში ვხვდებით.
ამ ფენომენს ბევრი დადებითი მხარე აქვს. მზის სხივები ტყეში უფრო ადვილად აღწევს, რაც მთლიანი ეკოსისტემისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამასთანავე, დისტანცირება სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიკრობების გამრავლებასა და პარაზიტი მწერების სხვა მცენარეებზე გავრცელებას უშლის ხელს.
popx.ge
კომენტარები