საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარების ვადამ 28 აგვისტომდე გადაიწია

საბერძნეთში საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარების ვადამ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის 28 აგვისტომდე გადაიწია. შესაბამისი შესწორება საგადასახადო კოდექსში შევა. ამის შესახებ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აპოსტოლოს ვესიროპულოსმა განაცხადა. ინფორმაციას capital.gr აქვეყნებს.

ეპიდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვადის გადაწევა უკვე მეორედ ხდება. საბერძნეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ „მთავრობა უპასუხებს გადასახადის გადამხდელთა და საგადასახადო ბუღალტრების მოთხოვნას, რომლებიც პანდემიის შედეგების გამო გაზრდილი ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდნენ“.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვადის გადაწევა 28.08.2020-მდე ხდება შენატანების კორექტირების შესაბამისად, შენატანების რაოდენობა კი იგივე რჩება – გადახდა 8 თანაბარ ნაწილად მოხდება. ვინც საგადასახადო დეკლარაციას ახალი ვადის განმავლობაში წარადგენს, პირველი ორი შენატანის თანხა 28-იდან 31 აგვისტომდე (ყოველგვარი დანარიცხის გარეშე) უნდა გადაიხადოს. გადასახადის მთელ თანხაზე 2%-იანი ფასდაკლება ნარჩუნდება მათთვის, ვინც მთელ გადასახადს 21 აგვისტომდე ერთიანად გადაიხდის. კანონპროექტის თანახმად, კომპანიებს უმცირდებათ წინასწარ გადასახდელი გადასახადის თანხა.

ნინო ბაჯელიძე

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლით გაეცნოთ საიტზე: capital.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close