ახალგაზრდა მამაკაცს ბრალად ედება სექსუალური ძალადობა 5 წლის გოგონაზე, რომელიც მას ბავშვის მამამ რამდენიმე საათით დაუტოვა. სავარაუდო დამნაშავე ოსტიის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
სამართალდამცავი უწყების თანახმად, შემთხვევა ივნისის ბოლოს მოხდა, როდესაც გოგონას მამამ, მოულოდნელად გამოჩენილი აუცილებელი სამსახურებრივი საქმის გამო, მათთან ახლოს მცხოვრებ ოჯახის მეგობარს რამდენიმე საათით დაუტოვა თავისი შვილები – 2 და 5 წლის ბავშვები.
ერთხელაც სამსახურიდან დაბრუნებულ დედას პატარა გოგონამ მისდამი ცუდი მოპყრობის შესახებ უამბო. დედამ ფაქტი პოლიციას შეატყობინა.
სამართალდამცველებმა 32 წლის მამაკაცი დააკავეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით.
კომენტარები