ქართველები უცხოეთშიnewsსაქართველო

სპეცრეისი თბილისი-ბერლინი-თბილისი 25 ივლისს შესრულდება

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თბილისი – ბერლინი – თბილისი  25 ივლისს შესრულდება.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განმარტავს, ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. რეისი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა.

25 ივლისს თბილისი – ბერლინი – თბილისის მიმართულებით ფრენას ავიაკომპანია MyWay Airlines-ი განახორციელებს Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით. ბილეთის ღირებულება 200 ევროზე მეტი არ იქნება.

ბილეთების შეძენას ავიაკომპანიის ვებგვერდზე შეძლებთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close