ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 13-19 ივლისი

13-იდან 19 ივლისის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ეს დრო კარგია ნებისმიერი ერთობლივი დავალების შესრულებისთვის. ითანამშრომლეთ ახლობელ  ადამიანებთან  და ერთად საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმავე შედეგს  მარტომ მიაღწიოთ.

 

ვერძი

ამ პერიოდის განმავლობაში შესანიშნავად იგრძნობთ თავს. გამოიყენეთ ეს ისეთი საქმეების შესასრულებლად, რომელთათვისაც ფიზიკური დატვირთვაა საჭირო. სამსახურში დროის ნაკლებობის გამო შეიძლება პრობლემები წარმოიშვას. უფროსები მოითხოვენ შედეგს, თქვენ კი საქმის მოცემულ ვადაში დასრულებისთვის დრო არ გყოფნით.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კურო

თავდაჯერებულობა ახლა ნამდვილად გჭირდებათ. სამსახურში დამატებითი მოვალეობის შესრულება, სახლში კი თქვენი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. იმისთვის, რომ კარგად დაისვენოთ, რაც აუცილებელი იქნება, შაბათ-კვირას მარტო წადით სადმე. ასევე, კარგია ახალი ცოდნის შეძენა.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ტყუპი

ფინანსური საკითხები შეგაწუხებთ. შესაძლებელია დიდი დანაკარგები. რთული იქნება, მაგრამ უმჯობესია, არ იდარდოთ და ფულის გამომუშავება დაიწყოთ. ახლობლებთან მოსალოდნელია უთანხმოება. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ უკეთესია დათმობა, ვიდრე კამათი.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ ახლა მსუბუქი გატაცებებით დაკავდეთ. სერიოზულ ურთიერთობას რაც შეეხება, უმჯობესია დაიცადოთ. ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახური წყვილებისთვის ხელსაყრელია შთამომავლობაზე ფიქრი და დაგეგმვა. თავისუფალ დროს შეეცადეთ მეტი წიგნი წაიკითხოთ საინტერესო თემებზე.

სასიკეთო დღეები: 13, 18.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ლომი

ლომის ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს სერიოზული გარიგებები ელოდება. ფრთხილად იყავით დოკუმენტების გაფრმებისას. უმჯობესია ახლა ფული დაზოგოთ, ან ანგარიშზე შეიტანოთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ  სამსახურში ხრიკებს მოგიწყობენ. ბოლო დროს თქვენი მოქმედებებიც მთლად სამაგალითო ვერ იყო.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 13.

 

ქალწული

განწყობა თითქმის ყოველდღე შეგეცვლებათ. ახლობლებს თქვენთან ურთიერთობა გაუჭირდებათ. შესაძლოა მცირედი ტრავმები, თუმცა ამან შეიძლება მაინც შეაფერხოს თქვენი მომავალი გეგმები. იზრუნეთ, რომ სახლში კომფორტი და სითბო გქონდეთ, ეს აუცილებელია არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი ოჯახის წევრებისთვისაც.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 15

 

სასწორი

ახლა თქვენი პირადი სივრცე დაგჭირდებათ. უზრუნველყავით ასეთი გარემო როგორც სახლში, ისე სამსახურში. რაც მეტ შრომისმოყვარეობას გამოიჩენთ ამ პერიოდის განმავლობაში, მით უფრო კარგ შედეგებს მიიღებთ. ზოგიერთ საკითხში მეტისმეტად ამბიციური იქნებით, ჯობია, ამბიციები მოთოკოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მორიელი

უახლოეს მომავალში სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა გელით. სამსახურში შეეცადეთ, თქვენი ორგანიზატორული უნარები გამოავლინოთ. შესთავაზეთ დახმარება მათ, ვისაც სჭირდება. სხვათა შორის, შესანიშნავ ურთიერთობებს დაამყარეთ ხელმძღვანელობასთან. სრული უფლება გაქვთ და ხელსაყრელი მომენტიცაა, რომ ხელფასის მომატება მოითხოვოთ.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მშვილდოსანი

კვირის პირველ ნახევარში არაერთი შეხვედრა გელით. სასიამოვნო ემოციები გექნებათ, მაგრამ შემდგომში კარგი დასვენება დაგჭირდებათ. კვირის მეორე ნახევარი მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, მარტომ  გაატარეთ. შესაძლებელია ერთი-ერთი ახლო მეგობარი არაკეთილსინდისიერად მოგექცეთ, მზად იყავით ამისთვის.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო 16.

 

თხის რქა

ამ პერიოდში გამოიჩინეთ ცნობისმოყვარეობა: დაინტერესდით ყველა ადამიანით, დაიმახსოვრეთ ყველაფერი. ნუ გაფანტავთ თქვენს დროს და ენერგიას. დათანხმდით მხოლოდ იმ შემოთავაზებებს, რომლებიც ღირებულია. ზოგიერთ შემთხვევაში მოგიწევთ მეგობრებს დახმარება სთხოვოთ. გააკეთეთ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში  „გადაიწვებით“.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მერწყული

საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტები, რომლებიც მოსალოდნელია, საბოლოო ჯამში თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება. შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ახალი დაავადების შეძენა. ვარსკვლავები ახლა რაიმე ახლის წამოწყებას არ გირჩევენ. უფრო მეტიც, თქვენთვის რთული იქნება კონცენტრირება სამუშაოზე.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

 

თევზები

ამ კვირაში უმჯობესია თქვენი პრობლემები სხვებს არ გაუზიაროთ. ეს შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.  შეეცადეთ „მოთოკოთ“ თქვენი  ემოციები და უფრო მშვიდი და გაწონასწორებული იყოთ. იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. ახლა მცირე ცვლილებებისთვის ხელსაყრელი პერიოდია.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close