მსოფლიოსაზოგადოება

კატალონიაში საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

ესპანეთში, კატალონიის რეგიონში საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ეს გადაწყვეტილება რეგიონის ადგილობრივმა მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსახლეობაში პირბადის ტარების დისციპლინა მკვეთრად გაუარესდა.

კატალონიაში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის ჯარიმა 100 ევროა.

პირბადის ტარება მთელი ესპანეთის მასშტაბით სავალდებულოა, თუმცა რეგულაციები მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და იმ ღია სივრცეებს ეხება, სადაც მოსახლეობა 1.5 მეტრის დაშორებით ყოფნას ვერ ახერხებს. კატალონიაში დისტანციის მიუხედავად, საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის ტარება ნებისმიერ გარემოებაში აუცილებელი ხდება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close