მსოფლიოქართველები უცხოეთში

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ამ ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობამ 6 ივლისს ახალი შეზღუდვები დაამტკიცა.

ახალი რეგულაციების შედეგად შეიზღუდება ადამიანთა რაოდენობა რესტორნებსა და სინაგოგებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გაიზრდება ჯარიმები ნიღბის ტარებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის, დაიხურება საკონცერტო დარბაზები, კულტურული დაწესებულებები, სპორტდარბაზები და აუზები, ასევე, ბარები და ღამის კლუბები.

ამასთან, რეგულაციების თანახმად, საჯარო მოხელეთა, სულ მცირე, 30 პროცენტი სახლიდან იმუშავებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე მიიღეს. ახლა შეზღუდვებს კენჭი ქნესეთმა უნდა უყაროს.

ისრაელში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 30 749-ს აღწევს (+791 გასულ 24 საათში), გარდაცვლილია 334 ადამიანი (+3 გასულ დღე-ღამეში). ამ დროისთვის კორონავირუსული ინფექცია 12 359 პაციენტს უფიქსირდება. ქვეყანაში ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც ხელისუფლებამ მაისიდან, ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააუქმა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close