მსოფლიო

ტრილიონობით კალიის შემოსევა კაცობრიობას გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის (ვიდეო)

კალიების რაოდენობა 2019 წელს ასობით მილიარდს შეადგენდა; 2020 წლის აპრილში ცა უკვე შემდეგმა თაობამ დააბნელა, ამჯერად ტრილიონობით კალიამ, ივლისში მეცნიერები მესამე თაობას ელოდებიან და მათი რაოდენობა გაცილებით დიდი იქნება

კორონავირუსი აღმოსავლეთ აფრიკის ერთადერთი გასაჭირი როდია. გლობალური პანდემიის ფონზე, მსოფლიოს ამ რეგიონის მოსახლეობა კიდევ ერთ წარმოუდგენლად სერიოზულ საფრთხეს ებრძვის – კალიებს.

ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი წლების შემდეგ ეს გაუმაძღარი მწერები 2019 წლიდან ძალას იკრებენ, რადგან ამინდი მათ სწრაფი გამრავლების საშუალებას აძლევს.

„არსებობს ისეთივე საზარელი და დრამატული მესიჯი, როგორიც თავად ისინი არიან – ეს გახლავთ მესიჯი, რომ ჩვენ ვცვლით გარემოს“, – ამბობს მარტინსი.

მარტინსი ჩრდილოეთ კენიაში, მპალას კვლევით ცენტრში მუშაობს და როგორც აღნიშნავს, ამის კითხვაც კი აღარ არსებობს, რომ ადგილობრივი გარემოს დეგრადაცია, საძოვრების ზედმეტად გადაძოვა, ტყეების განადგურება და გაუდაბნოება კალიების გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

კალიების პირველი დიდი გუნდები გასული წლის ბოლოს გამოჩნდნენ, უჩვეულოდ თბილი და ნოტიო ამინდის შემდეგ; მათი რაოდენობა ასობით მილიარდს შეადგენდა. 2020 წლის აპრილში ცა უკვე შემდეგმა თაობამ დააბნელა, ამჯერად ტრილიონობით კალიამ. ივლისში მეცნიერები მესამე თაობას ელოდებიან და მათი რაოდენობა გაცილებით დიდი იქნება.

„ეს მოძრავი გუნდები მართლაც უჩვეულო სანახაობაა. ახალგაზრდა კალიები უფრო მოვარდისფრო არიან, ზრდასრულები კი ყვითელი ხდებიან. როდესაც ისინი შენ გარშემო ფრენენ, ხედავ ვარდისფერ და ყვითელ მოზუზუნე ფრთებს, გრძნობ ნიგვზის მსგავს სუნს და ირგვლივ დაგტრიალებს მრავალი ფრინველი, რომლებიც ამ კალიებს ჭამენ“, – ამბობს მარტინსი.

დღეისათვის ამ მწერებს, ძირითადად, პესტიციდებით აკონტროლებენ, ვერტმფრენით ზემოდან მოფრქვევის გზით, თუმცა ამას თან ახლავს არასასურველი შედეგები ადამიანისა და გარემოს ჯანმრთელობაზე.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close