სპორტი

ქართველი მთამსვლელების ასვლა ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – „ოქროს წერაყინის“ ნომინანტთა სიაშია

მთამსვლელობაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – „ოქროს წერაყინის“ 2019 წლის ნომინანტთა სიაში ქართველი მთამსვლელებიც მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე ავრცელებს.

„სასიხარულო ამბავი მთამსვლელობის და ზოგადად სპორტის გულშემატკივრებისთვის, ყველა ქართველისთვის.

ქართველი მთამსვლელების ასვლა მოხვდა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ასვლათა სიაში. სწორედ ამ სიიდან აირჩევა 2019 წლის საუკეთესო ასვლ/ასვლები და დაჯილდოვდება ეგრთწოდებული „ოქროს წერაყინით“.

პირველასვლა მწვერვალები პანპოჩე 1 /6620მ/ და პანპოჩე 2/6504მ/. ნეპალი. მანასლუს რეგიონი.
არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი, გიორგი ტეფნაძე.

ბიჭები უკვე მესამედ ხვდებიან ამ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის რჩეულთა სიაში.
დარწმუნებული ვარ მალე „ოქროს წერაყინსაც“ ვიხილავთ საქართველოში“, – წერს ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close