მოგზაურობაnewsსაბერძნეთი

საბერძეთში ჩასული 3611 მოგზაურიდან, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი 11-ს დაუდასტურდა

ტელეკომპანია SKAI-ს ინფორმაციით, საბერძეთში ჩასული 3611 მოგზაურიდან, რომლებმაც ტესტი გაიარეს, 11 კოვიდდადებითი აღმოჩნდა.

საერთო ჯამში, პირველი ივლისიდან, როდესაც ქვეყნის ყველა აეროპორტში შემოსული მოგზაურების შერჩევითი ტესტირებები დაიწყო, 3 ივლისამდე სულ 6500 მოლეკულური ტესტირება ჩატარდა.

მარტო 2 ივლისს დაფიქსირებული 28 შემთხვევიდან 7 შემთხვევა იმპორტირებული აღმოჩნდა: 2 გამოვლენილია პრომახონასში, ერთი – კარპატოსში (აშშ-იდან ჩამოსული მოგზაური). დანარჩენი 4 იმპორტირებული შემთხვევა ბულგარეთიდან, ბოსნიიდან, ალბანეთიდან და ინდოეთიდან (ნიდერლანდების რეისით) შემოსულ მოგზაურებზე მოდის.

SKAI-ს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 11 ინფიცირებულს შორის არის 3 ქალი შვედეთიდან, სერბეთიდან და რუმინეთიდან, ასევე, ბერძენი წყვილი.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამოწმებენ ინფიცირებულების კონტაქტებს, ხოლო პაციენტები გადაყვანილნი არიან საკარანტინო სასტუმროებსა და ოთახებში, როგორც ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლითაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close