ბერძენი პროფესორი, ორ ქართველ სტუმართან ერთად, პირდაპირ ეთერში საქართველოს ისტორიაზე საუბრობს (ვიდეო)
ამ წუთებში მიმდინარეობს პელოპონესის უნივერსიტეტის (კორინთო) პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორის, ვასილიოს ბალაფასის პირდაპირი ჩართვა მისი ფეისბუქიდან. პროფესორს სტუმრად ჰყავს ორი ქართველი ახალგაზრდა, თეა შეყრილაძე და სალომე ხვიტია.
სტუმრებთან ერთად ვასილიოს ბალაფასი განიხილავს სხვადასხვა საკითხს, რომელიც ეხება ძველი კოლხეთის სამეფოს, ერეკლე მეორეს და თანამედროვე საქართველოს.
ვულოცავთ სალომე ხვიტიასა და თეა შეყრილაძეს! საბერძნეთის ტელევიზია, რადიო და ინტერნეტმედია ნელ-ნელა ინტერესდება საქართველოთი იმის წყალობით, რომ რამდენიმე შესანიშნავი ახალგაზრდა ქართველი ხელს უწყობს საკუთარი სამშობლოს წარმოჩენას თანამედროვე საშუალებების გამოყენებით.
როგორც წესი, ბერძნები ინტერესდებიან დიდი ქვეყნებით (აშშ, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, იტალია, ინგლისი და ა.შ.) და ასეთი დაინტერესება არ გვინახავს სხვა რომელიმე პატარა ქვეყანასთან მიმართებით – საქართველო არის გამონაკლისი და ამით უნდა ვისარგებლოთ.
კომენტარები