საქართველოსპორტი

რა სიახლეებია ქუთაისის ტორპედოში: „კლუბის პრეზიდენტმა ფინანსური პრობლემები მოაგვარა”

ეროვნული ლიგა მესამე ტურის მატჩებით განახლდა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობისას და კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრები მაყურებლის გარეშე გაიმართება.

სეზონის განახლების წინ გუნდის მზადების პროცესსა და კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ქუთაისის ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ ისაუბრა.

მიხეილ აშვეთია (ტორპედო): „როგორც კი საშუალება მოგვეცა, მზადებას შევუდექით. როცა დაგვრთეს ნება, გუნდური ვარჯიშები აღვადგინეთ, მანამდე კი ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამებით ვარჯიშობდნენ.

კარანტინში ვიმყოფებით, ვემზადებით ჩემპიონატის განახლებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ორ მატჩში დავმარცხდით, რაც რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. ახლა ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც გუნდი კარგადაა მომზადებული.

კლუბის პრეზიდენტი გვესაუბრა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. კარგ იმედებს იძლევა, კლუბის ყოველდღიურობაში ის აქტიურადაა ჩართული და ფინანსური პრობლემაც არაა გუნდში – კარანტინის პერიოდში რასაც დაგვპირდა, ყველაფერი შეასრულა, დავალიანებები გაისტუმრა. უახლოეს დღეებში ის საქართველოში ჩამოვა და გუნდს ადგილზეც შეხვდება. მთელი გუნდის სახელით, მსურს მას დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, კლუბს ბოლომდე გვერდში დაუდგა, ჩვენის მხრივ კი ვეცდებით იმედები გავუმართლოთ.

გულშემატკივრის გარეშე თამაში ცუდია, მაგრამ ფეხბურთელებს ეცოდინებათ, რომ მიუხედავად სიშორისა გულშემატკივარი მათ გვერდით არიან და უფრო მეტად მოინდომებენ“.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედოს  ინვესტორი იტალიელი ფაბიო მანინოა.

ეროვნული ლიგა მარტში, 2 ტურის შემდეგ შეწყდა. ჯერჯერობით, ქუთაისის ტორპედოს 0 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს.

setanta.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close