საზოგადოებასაბერძნეთი

ბოლო 24 საათში საბერძნეთში კოვიდ-19-ით არავინ გარდაცვლილა

კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

EODY-მ (საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია) პარასკევს (26/06) საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ გასული ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის გამო ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა. ამის შესახებ newsbomb.gr წერს.

ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 3343-ს შეადგენს (დღიური ზრდა იყო + 0.7%), მათგან 55.0% მამაკაცია.

აქტიურ პაციენტთა რაოდენობა1778-ს აღწევს, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა, ისინი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებულები. მძიმე პაციენტთა შორის 8 (72.7%) მამაკაცია.

COVID-19-ის ეპიდემიის დაწყების დღიდან ამ დრომდე საბერძნეთში ამ დაავადებით 191 ადამიანი დაიღუპა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 47 წელია (დიაპაზონი: 0-იდან 102 წლამდე), ხოლო გარდაცვალებულთა საშუალო ასაკი – 76 წელი (35-იდან 102 წლამდე დიაპაზონით).

3343 შემთხვევიდან 745 (22,3%) საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება, 1861 (55,7%) – გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებია, დანარჩენების წყაროს ჯერ კიდევ იკვლევენ.

2020 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საბერძნეთში ტესტირება ჩაუტარდა 295 851 კლინიკურ ნიმუშს, საიდანაც კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა 5413 (1,8%; ერთ ადამიანზე ერთზე მეტი ტესტირების ჩათვლით).

EODY-ს ინფორმაციით, გასულ 24 საათში დაფიქსირებული 22 ახალი შემთხვევიდან 10 – იმპორტირებულია (7 – თვითმფრინავით არის შესული საბერძნეთში, 3 – სახმელეთო გზით).

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close