კრიმინალისაქართველო

რატომ მიაჩნია გიორგი გამსახურდიას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა რურუებს უკავშირდება და რა შუაშია დონალდ ტუსკი?

„არსებობს უტყუარი ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და მისნაირი ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა“, – ამ შინაარსის წერილით მიმართავს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, პოლონეთში პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს.

როგორც წერილშია ნათქვამი, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში უხვად მოიპოვება გიორგი რურუას „კარიერის“ შესახებ ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ მცირედს მოიცავს მისი ნამოქმედარიდან.

„ბატონო დონალდ, საკმარისია, გადახედოთ 90-იანი წლების საქართველოს შესახებ დასკვნებს, რომლებიც შემუშავებულია ისეთი წონიანი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა UNHRC, USHR და შეგექმნებათ წარმოდგენა, რა მოხდა საქართველოში, რა წვლილი მიუძღვნის „მხედრიონსა“ და სხვა პუტჩისტურ ბანდებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის წინაშე. ზუსტად ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და წონიანი ფიგურა გახლავთ გიორგი (ჟორიკა) რურუა, რომელიც შევარდნაძისა და მისი ხუნტის მმართველობის პერიოდში გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების როგორც მონაწილე, ისე – შემოქმედი. საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში უხვად მოიპოვება მისი „კარიერის” შესახებ ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მცირედს მოიცავს მისი ნამოქმედარიდან. ეს სიმწირე მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ, ბედის უკუღმართობით, მისი ძმა, ასევე კრიმინალი, ნ. რურუა 2003-2012 წლებში სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა. მისი ხელშეწყობით განადგურდა არაერთი მტკიცებულება. აქვე მინდა, გითხრათ,  არსებობს უტყუარი ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და მისნაირი ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა.

ბატონო დონალდ, მე, როგორც პოლიციის ატაშემ პოლონეთის რესპუბლიკაში, როგორც პოლონეთის ერთ-ერთმა გულმხურვალე მოყვარულმა და მეგობარმა, ასევე, როგორც მამაჩემის შვილმა, რომელმაც ოჯახთან ერთად გადაიტანა ამ ბანდების პარპაში, დევნა და შევიწროება, თავი ვალდებულად მივიჩნიე, მომეწოდებინა თქვენთვის ეს მცირე ინფორმაცია, სამწუხაროდ, თქვენ მიერ შეცდომით „პოლიტიკურ პატიმრად“ მიჩნეული გიორგი რურუასა და მისი საქმიანობის შესახებ“, – წერს გიორგი გამსახურდია.

რამდენიმე დღის წინ  „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს Twitter-ზე  გამოეხმაურა. მისი თქმით, მიესალმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას საარჩევნო წესთან დაკავშირებით, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close