ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 15-21 ივნისი

15-იდან 20 ივნისის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. დროის ამ მონაკვეთში მნიშვნელოვან შედეგებს არ უნდა ელოდოთ. ეს ეხება თქვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს. სწორედ ამიტომ რეკომენდებული არ არის ამ დღეებში რაიმე მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება ან დაგეგმვა.

21 ივნისს ახალმთვარეობაა. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, რომლებსაც სამყარო ამ დღეს გამოგიგზავნით. თუ მათ სწორად გაშიფვრას შეძლებთ, აუცილებლად იპოვით პასუხს იმ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

 

ვერძი

უთანხმოების თავიდან ასაცილებლად ოჯახის მართვის სადავეები მთლიანად მეუღლეს უნდა გადასცეთ. დამშვიდდით, ეს დროებითია. 19 ივნისის შემდეგ შეიძლება დაღლილობა და აპათია დაგეწყოთ. უბრალოდ, დაელოდეთ, სანამ ეს პერიოდი გავა – დარჩით სახლში, დაისვენეთ, მიეცით საშუალება საკუთარ თავს, რომ ძალა მოიკრიბოთ.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე:  15.

 

კურო                                                                                       

ბოლოს და ბოლოს, კარგი განწყობა გექნებათ!  ნუ მოგერიდებათ გაუზიაროთ თქვენი ხალისი ირგვლივ მყოფებს. სანამ ძალა და ენერგია გაქვთ, მოაგვარეთ რთული საკითხები. შესაძლოა თქვენს ახლობლებს დასჭირდეთ თქვენი დახმარება – უარს ნუ ეტყვით. ამ პერიოდში აუცილებლად უარი თქვით მძიმე საკვებზე.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ყუპი

სწორედ ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. არჩევანის გაკეთებისას დახმარებას ვერავინ შეძლებს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. გარდა ამისა, ამ დღეებში  შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობები ქალაქგარეთ და აგარაკზე, რათა დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ,  ან რომანტიკული საღამო შეყვარებულან. თქვენ იმსახურებთ დასვენებას.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე:  16.~

 

კირჩხიბი

ახლა, როგორც არასოდეს, ყველა რუტინული საქმის დასრულება აქტუალური გახდება. მოიშორეთ უსარგებლო ნივთები, ქაღალდები, გაასუფთავეთ თქვენი ბინაც და გონებაც. აუცილებლად შეამჩნევთ, რომ სუნთქვაც კი ადვილი გახდება! შეეცადეთ არ იჩხუბოთ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით მეუღლესთან.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ლომი

სააგარაკო საქმეები ლომებისთვის უკვე ძალზედ აქტუალურია. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს სამუშაო და ყოველდღიური მოვალეობების შესრულება. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობისას. შეიძლება გაანაწყენოთ ისინი და  თუ ეს მოხდება, მაშინვე სთხოვეთ პატიება, ნუ დააყოვნებთ.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე:  16.

 

ქალწული

რეკომენდებული არ არის დიდი და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება. თუ მათი გადადება შეუძლებელია, შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ მატერიალური ხარჯები. სამსახურში ქალწულებს შეიძლება უსიამოვნო სიურპრიზები შეხვდეს. საუკეთესო ტაქტიკა: იყავით ჩუმად, ნუ იატიურებთ და ეცადეთ, თავიდან აირიდოთ კონფლიქტი კოლეგებთან. ცუდი პერიოდი მალე გაივლის.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე:  17.

 

სასწორი

14-იდან 16 ივნისის ჩათვლით თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს მოვლენები, რომლებიც ძირეულად შეცვლიან თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. მოემზადეთ! ბავშვები ახლა შეიძლება ძალიან პრეტენზიულები და ახირებულები იყვნენ, ხოლო მეუღლე – აუტანელი. ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი გამოცდაა, რომელიც ღირსეულად და ღიმილით უნდა გაიაროთ.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე:  15.

 

მორიელი

არ ენდოთ უცნობ ადამიანებს, შეიძლება იმედი გაგიცრუონ, ამიტომ  სანდო გარემოცვას დაეყრდენით. უმჯობესია მნიშვნელოვან საყიდლებზე არ იფიქროთ, დროებით გადადოთ, მაგრამ საკუთარი თავი წვრილმანების ყიდვით გაახაროთ. ეჭვიან მორიელებს ვარსკვლავები ურჩევენ, თავიანთი ემოციები ისე აკონტროლონ, რომ  სახლში ატმოსფერო არ დაამძიმონ.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მშვილდოსანი

ბევრი გეგმა, რომელთა განხორციელებასაც ამ პერიოდის განმავლობაში აპირებდით, ჩაიშლება. ნუ იდარდებთ, მოიფიქრეთ მათი ალტერნატივა. ნუ გაკიცხავთ ირგვლივ მყოფებს მათი შეცდომების გამო: უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს, რათა შეცდომა თავად არ დაუშვათ. საყვარელი ადამიანების მიმართ ლმობიერი იყავით.

სასიკეთო დღეები: 17, 21.

არასასიკეთო დღე:  19.

 

თხის რქა

თუ ახლა დახმარება დაგჭირდებათ, თქვენი ოჯახის წევრებს მიმართეთ და არა – მეგობრებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეგობრები რთულ სიტუაციაში დაგეხმარებიან. ფულთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნებათ, მაგრამ მასთან გამკლავებას შეძლებთ. გადაიტანთ ამ პერიოდს, შეეცადეთ ვალი არ აიღოთ. 19 ივნისის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდება.

სასიკეთო დღეები: 16, 17.

არასასიკეთო დღე: 19.

 

მერწყული

თუ ვინმეს რამეს შეჰპირდით, შეასრულეთ თქვენი სიტყვა. წინაააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი წარმოიქმნება და განაწყენებული ადამიანის სიმპათიის დაბრუნება ადვილი არ იქნება. პერიოდი შესაფერისია სპორტისთვის, მოემზადეთ საზღვაო სეზონისთვის. თქვენი გარდაქმნა შეუმჩნეველი არ დარჩება.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე:  16.

 

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდეთ. გაერთობით, გარდა ამისა, ჰობისგან შემოსავალსაც მიიღებთ. თქვენი იმუნიტეტი შეიძლება შესუსტდეს: მოსალოდნელია გაცივება, ყოველ შემთხვევაში, მზად იყავით! კარგად გამოიძინეთ და ნაკლებად ინერვიულეთ ამ დღეებში.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე:  17.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close