მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს, ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

პირველი ლედის თქმით, იგი თავს კარგად გრძნობს და და სიმპტომები არ აქვს. ელენა ზელენსკაია ამბულატორიულად მკურნალობს და ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებულია. ტესტირება ჩაიტარეს პრეზიდენტმა და შვილებმაც, მათი ტესტების პასუხი უარყოფითია.

პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ყოველდღიურ ცხოვრებაში პირველი ლედი კარანტინის წესებსა და რეკომენდაციებს იცავდა, ამასთან, რეგულარულად იტარებდა ტესტირებას. ბოლოს მან კორონავირუსზე ტესტი ივნისის დასაწყისში ჩაიტარა და პასუხი უარყოფითი იყო. სად დაინფიცირდა პირველი ლედი, ჯერჯერობით უცნობია.

მეუღლის დაინფიცირების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ტვიტერზე. „კონსტიტუციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს არ შეუძლია თავისი უფლებამოსილებების ვინმეზე დელეგირება. ვოლოდიმირ ზელენსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას საშუალებას აძლევს, შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები“, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის მთავარი სანიტარიული ექიმის, ვიქტორ ლიაშკოს თქმით, „ამა თუ იმ ხარისხით“, პრეზიდენტი იზოლაციაში იქნება და ეპიდემიოლოგები მას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმს შეუდგენენ, აგრეთვე, იგი რეგულარულად ჩაიტარებს ტესტირებას კოორნავირუსზე.

მეუღლისგან განსხვავებით უკრაინის პრეზიდენტი კარანტინის წესებს ყოველთვის არ იცავდა. ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი თანმხლები ჩინოსნები ქალაქ ხმელნიცკში კაფეში ყოფნისას კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო დააჯარიმეს.

3 ივნისს გავრცელდა ფოტო, რომელზეც კაფეში ერთ მაგიდასთან მსხდარი ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები ჩანან. სარესტორნო მომსახურება დახურულ სივრცეშიუკრაინაში  5 ივნისამდე აკრძალული იყო.

იმავე დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ რამე დაარღვია, მზადაა ჯარიმა გადაიხადოს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close