მედიცინა

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები არ არიან – ჯანმო

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები არ არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს.

აქამდე ზოგიერთი მკვლევარი შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ უსიმპტომო ინფექციის გამო დაავადების შეკავება შეიძლება რთული გამხდარიყო. ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და სხვაგვარად ჯანმრთელ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულნი არიან, სიმპტომები არასდროს უფიქსირდებათ ან მხოლოდ მსუბუქი სიმპტომების განვითარება ხდება.

ეპიდემიის ადრეული აფეთქებების წინასწარმა მტკიცებულებებმა გამოავლინეს, რომ ვირუსის გავრცელება შესაძლებელია ადამიანიდან ადამიანზე მაშინაც კი, თუ მატარებელს სიმპტომები არ აქვს, თუმცა ჯანმოს ოფიციალური პირები ახლა ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაავადება უსიმპტომოდ გავრცელდეს, ეს გადაცემის მთავარი საშუალება არ არის.

„ჩვენ მიერ მოპოვებული მონაცემები ცხადყოფენ, რომ იშვიათია უსიმპტომო ადამიანმა მეორე ინდივიდს ინფექცია გადასდოს. ეს ძალიან იშვიათია”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ.

მისივე თქმით, საჭიროა მეტი გამოკვლევა და მონაცემები იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის ფართოდ გავრცელება უსიმპტომო მატარებლების მეშვეობით.

„მრავალი ანგარიში გვაქვს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კონტაქტებს დეტალურად იკვლევენ. ისინი უსიმპტომო შემთხვევებს მიჰყვებიან და ვერ პოულობენ მეორად გადაცემას. ეს ძალიან იშვიათია“, – დასძინა მან.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close