fbpx
კრიმინალიმსოფლიოქართველები უცხოეთში

ეინდჰოვენში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩნდა

ეინდჰოვენში (ნიდერლანდები) დაკავებულია ქართველი მამაკაცი, რომელსაც 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ 35 წლის მამაკაცი უსახლკაროა. მას ფულის გათეთრება ედება ბრალად. დაკავებული თანხის წარმომავლობას არ ასახელებს.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი პირველ მაისს დააკავეს, როდესაც სამართალდამცავებმა ეინდჰოვენის ერთ-ერთ სახლში 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკისას პოლიციამ ასევე ამოიღო ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ამუნიცია და ფულის სათვლელი აპარატი.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close