საქართველოში კავასაკის სინდრომი ბავშვს 2 თვის წინ დაუდასტურდა
PIA.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოში კავასაკის სინდრომი ბავშვს 2 თვის წინ დაუდგინეს. მას თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში უმკურნალეს.
მისი განმარტებით, კავასაკის სინდრომი საქართველოში საკმაოდ ხშირად ვლინდება. კავასაკი უმეტესად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ფიქსირდება, თუმცა ნებისმიერი წლოვანების ადამიანს შეიძლება დაემართოს.
ვიტალი ხარაშვილის განცხადებით, კავასაკის სინდრომის ბოლო შემთხვევა მის პრაქტიკაში 2 თვის წინ იყო – მცირეწლოვან ბავშვს დადასტურდა.
„ეს იყო ადრეც, არის ახლაც და მომავალშიც იქნება. ჩემს პრაქტიკაში კავასაკის სინდრომის შემთხვევები, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია. ბოლო შემთხვევა გვქონდა 2 თვის წინ. აღნიშნული სინდრომის დროს გადამწყვეტია დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა. მისი უმძიმესი ფორმა არის უკვე ანევრიზმა, განსაკუთრებით გულზე, რამაც შესაძლოა, გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს “, – აღნიშნა ვიტალი ხარაშვილმა.
როგორც ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტის ამბობს, სამწუხაროდ, მსოფლიო მედიცინისთვის ჯერ კიდევ უცნობია, როგორ და რატომ ჩნდება აღნიშნული სინდრომი, თუმცა საქართველოში მისი ეფექტიანი მკურნალობის გამოცდილება დიდია.
pia.ge
კომენტარები