მსოფლიოსაზოგადოება

ეს ტემპი თუ გაგრძელდა, სომხეთი ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევებით იტალიის დონეს მიაღწევს – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთმა ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ირანსა და საფრანგეთს გადაუსწრო და თითქმის რუსეთის მაჩვენებელს მიუახლოვდა*, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„თუ ეს ტემპები გაგრძელდება, სომხეთი ერთ მილიონ ადამიანზე ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის დონეს მიაღწევს“, – დასძინა პრემიერმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში იზრდება მძიმე და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რიცხვი, ასევე, გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა.

მან კორონავირუსის გავრცელების ტემპის ზრდა მოსახლეობაში პასუხისმგებლობის დაბალ დონეს და ეპიდემიოლოგიური ნორმების დაუცველობას დაუკავშირა.

ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ, ხელების დეზინფექციისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

1tv.ge

სომხეთში, სადაც 3 მლნ 20 ათასამდე მცხოვრებია, ამ დროისთვის დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 8676 შემთხვევა (თითქმის თორმეტჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში – 746); გარდაიცვალა 120 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3297. სულ ჩატარებულია 56 042 ტესტი (საქართველოში – 53 618).

ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 2928-ია, საქართველოში – 187 (ანუ 15,7-ჯერ ნაკლები).

* ამ დროისთვის (02:00, 30.05.2020) სომხეთმა ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით რუსეთსაც გაუსწრო, სადაც ეს მაჩვენებელი 2656-ს უდრის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close